აღნიშნული ტერმინი საზოგადოებაში ხშირად ასოცრიდება მხოლოდ მცენარეთა და ცხოველთა დაცვასთან, რეალურად კი გარემოს დაცვა მეტად ფუნდამენტური ცნებაა, რომელიც მოიცავს არამხოლოდ კონკრეტული საფრთხისა თუ პრობლემის მქონე ეკოსიტემების დაცვას, არამედ ცოცხალ ორაგნიზმთა საკეთილდღეოდ ბუნებრივი გარემოს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.
   ამრიგად გარემოს დაცვა შეგვიძლია განვიხილოთ მეტად ფართო ჭრილში, ხოლო გარემოზე მოქმედ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სუბიექტად  „გონიერი ადამიანი“ მივიჩნიოთ. ეს ცოცხალი არსება სხვა დანარჩენთაგან გამორჩეულია იმით, რომ მას შესწევს აზროვნების უნარი და სწორედ ესაა ბუნებაში მისი საორიენტაციო მთავარი იარაღი. მას ადაპტაციის გარდა ანალიზური ქმედებებით ძალუძს, გარდაქმნას გარემო მისდასასიკეთოდ, რომ შეძლოს არსებობა და თვითდამკვიდრება.
   მას შემდეგ, რაც ადამიანი  ‘’მიმთვისებლური’’ ცხოვრების ნირიდან, „წარმოებითზე’’ გადავიდა, მის ხედვაში ბუნება უფრო გრძელვადიანი  და პერსპექტიული საარსებო წყარო აღმოჩნდა. მან დაიწყო რესურსთა დამუშავება და ‘’გადასხვაფერება’’, რომელსაც  ეკონომიკური წინსვლის საფუძველი ჰქონდა. ბუნებრივ რესურსთა სიმდიდრის გააზრებამ კი ინდუსტრიულ რევოლუციამდე მიგვიყვანა. რა თმა უნდა, ტექნოლოგიური პროგრესი და ბუნების გამოყენებითი გააზრება არის უმნიშვნელოვანესი ცივილიზაციის არსებობისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია იმისი ხსოვნაც, რომელიმე სახის ობიექტის გამოყენებამდე აუცილებელია მისი თვისებების სიღრმისეული ცოდნა. გარემოს დაცვა კი გულისხმობს რესურსთა რაციონალურ ათვისებას, მისი ნიშან-თვისებების და  ქმედებათა თანხმლები უკუქმედებების გათვალისწინებით. საპირისპირო შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავთან და ქმედებებთან მოდის წინააღდეგობაში, ვინაიდან რესუსრსთა დიდი ნაწილი ამოწურვადია, რომლებიც საჭიორებენ აღდგენას, ეს კი ხანდხან ასეულობით წელს მოიცავს. შოტლანდიელი სწავლული ადამ სმითიც წერს შემდეგს: „ქვეყნის სიმდიდრე იქმნება იქ, სადაც ადამიანის მოქმედება შეთანხმებულია ბუნების ძალების მოქმედებასთან.’’
  ამრიგად, გარემოს დაცვა აყალიბებს ბუნების მრავალგანზომილებიან აღქმას, რომელიც ემსახურება მათ გონივრულ წარმოებას. ყოველი გაუაზრებელი ქცმედება კი მხოლოდ განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯია კაცობრიობისთვის. „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ.’’ უთქვამს დეკარტს. სწორედ გონებისმიერი ქმედება არის ცივილიზაციისთვის პროგრესისმომტანი. ასე, რომ „ვიაზროვნოთ გლობალურად და ვიმოქმედოთ ლოკალურად!’’

ნათია ფორჩხიძე (იკაროსი)