წარმატებული The Right to Bee კამპანიის შემდეგ (იხ. პოსტი). , საქართველოს ახალგაზრდული ეკო მოძრაობა საემი გახდა საერთაშორისო ევროპული training mobility youth workers ის „Be(e) the Change”-ის პარტნიორი. ევროპის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი Youthand Environment Europe არის  ევროპული გარემოსდაცვითი არასამთავრებო  ორგანიზაციების პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 26 ქვეყნის 42 ახალგაზრდულ, არასამთავრობო ორგანიზაციას, ჩვენი ორგანიზაცია კი 1995 წლიდან არის ამ დიდი მწვანე ოჯახის წევრი. 

პროექტი ეკოლოგიურ ცენტრში - Toulcův Dvůr-ში გაიმართა , რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა არაფორმალური განათლებისთვის  და ახალი უნარჩვევების განვითარებისთვის. 

ტრეინინგ-კურსში მონაწილეობას იღებდა 13 ქვეყნის, 14 YEE-ს პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის 32 წარმომადგენელი, საქართველოს ახალგაზრდულ ეკომოძრაობას წარმოადგენდა ორი დელეგატი : ქეთევან ქოჩლაძე და ლევან დოლიაშვილი. ქეთევან ქოჩლაძე - ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი და  სს„ბორჯომმინწყლების“ ხარისხის მენეჯერი, ხოლო ლევან დოლიაშვილი - ორგანიზაციის წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გეოლოგიის მიმართულებით და გარემოსდაცვითი კომპანია „გამა კონსალტინგის“ თანამშრომელი, პოზიციით - გეოლოგი.

ტრეინინგის პროგრამა საკმაოდ საინტერესოდ იყო დაგეგმარებული, გამოცდილებას გვიზიარებნენ ორი ტრენერი: Ilona Olehlova და Ilze Jece .

ტრეინინგ-კურსის განმავლობაში ჩატარდა მრავალი ინფორმატიული სემინარი გარემოსდაცვითი კამპანიების ორგანიზაციული უნარების გაუმჯობესების შესახებ.
ტრეინინგ კურსი მიმდინარეობდა 2016 წლის 23–30 აგვისტოს განმავლობაში. იგი მოიცავდა მრავალფეროვან ღონისძიებებს, როგორებიცაა „გუნდური“ (Team Building) აქტივობები,  ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაოები. სამუშაოები ეხებოდა წარმატებული კამპანიის ორგანიზებისთვის საჭირო შემდეგ საკითხებს:   ფონდებთან ურთიერთობა და დაფინანსების მოპოვების წყაროები, ახალგაზრდების მოტივაცია, დროის მენეჯმენტი, აქტივობების დაგეგმარება, ცოდნის გაზიარება.

დღეებს ასრულებდა სასიამოვნო საღამოები, რომელთა განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებები, ტრეინინგ კურსის განრიგთან ერთად მოცემულია შემდეგ სურათში.
 კურსის ფარგლებში მოეწყო ინტერკულტურული საღამო, სადაც მონაწილეებმა წარადგინეს თავისი ქვეყნის ტრადიციული სუფრა. როგორც სხვა ქვეყნების, ასევე ჩვენს მიერ წარდგენილმა სუფრამ დიდი მოწონება დაიმსახურა. დეგუსტაციას თან ერთვოდა კითხვები, ამა თუ იმ პროდუქტზე, რამაც საღამო მეტად საინტერესო გახადა.
პროექტის აღწერა დღეების მიხედვით მოცემულია შემდეგ ლინკზე: https://storify.com/082016/training-course-be-e-the-change ასე პროექტის შესახებ პოსტი ოფიციალურ საიტზე 

YEE-ს წლიური შეკრება 2016
ყოველწლიურად იმართება YEE-ს შეხვედრა. შეხვედრაზე მიმდინარეობს ქსელის სამომავლო ხედვის მისიის და სამუშაო გეგმების და პროექტების  დამტკიცება. არჩევნების შედეგად წყდება სხვადასხვა წევრი ორგანიზაციების სტატუსი ქსელში.  ეს, თავის მხრივ, დამოკიდებულია ცალკეული ორგანიზაციების სურვილსა და მისი ბოლო წლების აქტივობის ისტორიაზე. შეხვედრაზე ასევე ხდება YEE-ს მმართველობის წევრების (Board Members) არჩევა და ფედერაციის სამომავლო გეგმების ჩამოყალიბება.

YEE-ს წლიური შეკრება მიმდინარეობდა ტრეინინგ–კურსის Right To Be(E) ს დამთავრების შემდეგ 3 დღის განმავლობაში. SAEM-ი YEE-ს სრულუფლებიანი წევრია და ასევე მიწვეული იქნა ყოველწლიურ შეკრებაზე.  წარმატებული ტრეინინგ კურსისა და შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გენერალურმა ანსამბლეამ, ხმათა მაქსიმალური რაოდენობით მმართველი გუნდის წევრად და წევრი ორგანიზაციების ოფიცრად აირჩია ჩვენი ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტი ქეთევან ქოჩლაძე ( იხ. ოფიციალური ინტერვიუ). გენერალურ ანსამბლიაზე საქართველოს ახალგაზრდულ ეკო მოძრაობას წარმოადგენდა ლევან დოლიაშვილი.
ტრეინინგ კურსის ფარგლებში ასევე დაიგეგმა სამომავლო პროექტები, რომელთაგან SAEM – ი პარტნიორი იქნება ფინური არასამთვრობო ორგანიზაციის – Nature League (Luonto-Liitto)–ის წარმომადგენლების მიერ 2017 წლისთვის დაგეგმილ „International Environmental Action Days“ ტრეინინგ კურსის პროექტში. თუმცა პროექტის დამტკიცებამდე საჭიროა სათანადო დაგეგმარება და დაფინანსების წყაროს მოძიება (სხვადასხვა საგრანტო კონკურსები, მათ შორის Erasmus+). ამ ყველაფრისთვის SAEM, როგორც პარტნიორი აქტიურ მონაწილეობას იღებს პროექტის დამუშავების ეტაპზე.